Главная » 2009 » Ноябрь » 27 » FC BARSELONA
19:39
FC BARSELONA




F.C. BARCELONA

მეტი ვიდრე გუნდი

mas Que un club

FC Barcelona

1899 წლის 29 ნოემბერს ჰანს ჰამპერმა თავის რამდენიმე ენთუზიასტ მეგობართან ერთად სეფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" დაარსება გადაწყვიტა წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ მსოფლიოს ფეხბურთის მომავალ გრანდს ჩაუყრიდა საფუძველს. გავიდა დრო და "ბარსელონა" რომელმაც წელს ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ კლუბად იქცამის ისტორიაში მრავლად იყო წარმატებები და დაღმასვლები, მაგრამ "ბარსას" ყოველთვის შეეძლო დაეკვეხნა თავისი მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების სიყვარულით.

პირველი წარმატებები

ჰანს ჰამპერი დაიბადა 1877 წლის 22 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ვინტერტურში. მოგვიანებით კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში გადაბარგდა და საფეხბურთო კლუბის დაარსება გადაწყვიტა. მოთამაშეების მოსაწვევად მან ადგილობრივ გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა და ცოტა ხანში კლუბის პირველი კრებაც გაიმართა.
ახალი კლუბის პირველ პრეზიდენტად ინგლისელი უოლტერ უაილდი აირჩიეს, რომელიც ამ დიდ თანამდებობას გუნდის კაპიტნობას წარმატებით უთავსებდა.
საკლუბო ფერები შემდეგი პრინციპით შეირჩა: ლურჯ-წითელი შვეიცარიული "ექსელსიორის" ფერები გახლავთ, რომელშიც თავის დროზე ჰამბერი თამაშობდა, ყვითელ-წითელი კი - კატალონიისა. გერბად ქალაქ ბარსელონას გერბი აირჩიეს, რითაც კლუბის ქალაქისადმი კუთვნილებას ხაზი გაუსვეს.
თავისი პირველი მატჩი "ბარსელონამ" 1899 წელს 8 დეკემბერს გამართა ინგლისელ ემიგრანტთა გუნდთან ბონანოვას ველოდრომზე და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
1902 წელს "ბარსამ" პირველი ტიტული კატალონიის პირველობის წინამორბედი მაკაის თასი მოიგო, 1905 და 1909 წლებში კი უკვე კატალონიის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
თავდაპირველად "ბარსელონა" სასტუმრო "კაზანოვას" მახლობლად მდებარე სტადიონზე თამაშობდა. 1901 წელს La Carretera d'horta-ზე გადაბარგდა, 1905 წლიდან კი El Carrer Muntaner-ზე ასპარეზობდა. 1909 წლის 14 მარტს გაიხსნა "ბარსელონას" პირველი საკუთარი სტადიონი - 6 ათას მაყურებელზე გათვლილი Carrer Industria ორიარუსიანი ტრიბუნითა და იმ დროისათვის უნიკალური განათებით.
1910 წელს გადაწყვიტეს, რომ კლუბის საკუთარი გერბი სჭირდებოდა და კონკურსი გამოაცხადეს. გაიმარჯვა უცნობ დიზაინერთა გუნდის ნამუშევარმა რომელიც დღემდე "ბარსელონას" ემბლემად რჩება.
იმავე წელს "ბარსამ" იპრველად მოიგო ესპანეთის თასი, კლუბის თანამშრომელთა რიცხვმა კი რეკორდულ რაოდენობას 560 ადამიანს მიაღწია.

ესპანეთზე ბატონობა და დაობლება

1919-1929 წლები ”ბარსელონას” ისტორიაში ოქროს ხანა გახლდათ. მაშინ კლუბის ღირსებას იცავდნენ ისეთი გამოჩენილი მოთამაშეები, როგორებიც იყვნენ ლეგენდარული მეკარი რიკარდო ზამორა (მოგვიანებით იგი ”რეალში” გადავიდა და ამას დაახლოებით იგივე აჟიოტაჟი როჰყვა როგორიც სულ რამოდენიმე წლის წინ მოხდენილ ტრანსფერს ლუის ფიგუს რეალში გადასვლას) ალკანტარა, სამიტიერი და სესემუნაგი. 1922 წლის 20 მაისს კლუბის ახალი სტადიონის, Les Corts-ის გახსნის მატჩში ”ბარსელონამ” შოტლანდიური ”სენტ-მიერენი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. სტადიონი თავდაპირველად 30 ათას მაყურებელს იტევდა, მაგრამ გამუდმებული რეკონსტრუქციების შემდეგ მისი ტევადობა მალე გაორმაგდა. კატალონიის პირველობის კიდევ რამდენჯერმე მოგების შემდეგ, 1929 წელს ”ბარსელონამ” თანამედროვე ფორმატებთან მიმსგავსებული პირველ ესპანეთის ჩემპიონატში გაიმარჯვა იმავე წელს გაიმართა მსოფლიოში პირველი ტრანსფერი ურუგვაული მონტევიდეოს ”ნასიონალიდან” კატალონიურ კლუბში მოფლიოს მომავალი ჩემპიონი ექტორ სკარონე გადავიდა. თუმცა დიდ გამაჯვებებს ”ბარსელონა” ერთობ დიდი სიძნელეების ფონზე აღწევდა. 1925 წელს ერთ-ერთი საშინაო მატჩშიწინ ადგილობრივმა ქომაგებმა ესპანეთის ჰიმნი შესრულებისას სტვენა ატეხეს რის გამოც მთავრობ სტადიონი 6 თვით დაკეტა და ჰამპერი კლუბის მმართველი დირეკტორის პოსტიდან გადააყენა. მან საყვარელ ”ბარსასთან” განშორება ვერ აიტანა, მძიმედ დაავადმყოფდა და 5 წლის შემდეგ გარდაიცვალა.

ფრანკოსთან მებრძოლნი

30-იან წლებში პოლიტიკა სპორტში მეტისმეტად ჩაერია და ”ბარსელონას: მძიმე დროები დაუდგა. კლუბი ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა და წარმატებას ვეღარ აღწევდა, თუმცა კატალონიის ჩემპიონატს მაინც იგებდა. 1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო. დიკტატორ ფრანკოს ჯარისკაცებმა დახვრიტეს ”ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსებ სინიოლი. ამ პერიოდში გუნდი ჩრდილოამერიკულ ტურნეში იმყოფებოდა, რომელიც კლუბს ფინანსურად კი წაადგა, მაგრამ მოთამაშეთა ნაკევრის მექსიკასა და საფრანგეთში ემიგრაციით დასრულდა. 1938 წელს, კატალონიის სრული ოკუპაციის შემდეგ პროვინციის სიმბოლო ”ბარსელონა” მთლად შავ დღეში ჩავარდა. 1940 წელს კლუბის პრეზიდენტი გგახდა ფრანკოს რეჟიმის მხურვალე მომხრე ენრიკო პინეირო, რომელმაც ”ბარსას” ემბლემა შეცვალა, რა თქმა უნდა ეს დროებითი მოვლენა იყო. 40-იანი წლების დასაწყისში ”ბარსელონამ” თანადათან დაიბრუნა დაკარგული პოზიციები. 1942 წელს გუნდმა ესპანეთის თასის გათამაშების ადრეულ ეტაპზე ”ბარსას” და ”რეალის” გზები გადაიკვეთა. ამ ისტორუილი მატჩის წინ კატალონიელთა გასახდელში შევიდა ესპანეთის სპორტის მინისტრი და ფეხბურთელებს დახვრეტით დაემუქრა, თუ შემდეგ ერაპზე ”რეალი” არ გავიდოდა. შედეგად, მადრიდელებმა 11:1 გაიმარჯვეს.
1942 წელს ენრიკო პინეირო გადადგა, ორი წლის შემდეგ კი გრანკოს მარწუხებიდან განთავისუფლებულმა ”ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1948 და 1949 წლებში კატალონიელებმა ეს წარმატება გაიმეორეს და აშკარა გახდა რომ კლუბი კვლავ ფეხზე დადგა. ამ დროისათვის 50 წლის ”ბარსელონა” კატალონიის 21, ესპანეთის 4 გზის და ესპანეთის თასის 9 გზის ჩემპიონი გახდა.

საერთაშორისო აღიარება

1950 წელს ”ბარსელონაში” ლადისლაო კუბალის მოსვლით კლუბის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. შემდეგი სამი წლის განმავლობაში ლურ-ბროწეულისფერებიანმა ორჯერ ესპანეთის ჩემპონატი სამჯერ კი თასი მოიგეს. 1953 წლის სეზონის ბოლოს ”ბარსელონამ” არგენტინელი ვარსკვლავის ალფრედო დი სტეფანოსათვის ბრძოლა მადრიდის ”რეალ”-თან წააგო, რასაც ქომაგთა უკმაყოფილობა და კლუბის პრეზიდენტის ენრიკ მარტი კარეტოს გადადგომა მოჰყვა. მისმა მემკვიდრემ ფრანსისკ მირო-სანსმა მთავარ მიზნად ახალი სტადიონის მშენებლობა დაისახა და აი 1957 წლის 24 სეკტემბერს გაიხსნა ”ბარსას” ამღამინდელი სტადიონი ”კამპ ნოუ” რომელიც თავდაპირველად 90 ათას მაყურებელს იტევდა. მისი გახსნის მათჩძე ”ბარსელონამ” პოლონური ”ლეგია” ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ხოლო კატალონიელთა პარაგვაელი ლეგიონერი უელოხიო მარტინესი ახალ სტადიონზე პირველი გოლის ავტორი გახდა. მის გარდა მაშინდელი ”ბარსას” ღირსებას იცავდნენ კოჩიში, ციბორი, ევარისტო, კუბალა, სუერისი მწვრთნელი კი ლეგენდარული ელენიო ერერა გახლდათ.
1958 წელს ”ბარსელონამ” თავისი პირველი საერთაშორისო ტურნირი - ბაზრპბათა თასი - მოიგოორი წლის შემდეგ კი ეს წარმატება კიდევ ერთზელ გაიმეორა.
60-იანი წლების დასაწყისი კლუბისთვის ერთობ წარუმატებლი აღმოჩნდა. ”ბარსამ” 1966 წლამდე ვერც ერთი ტიტულის მოგება ვერ შესძლო. მანამ სანამ ბაზრობათა თასზე რომელსაც უკვე უეფას თასი ერქვა არ გაიმარჯვა (ესპანურ ფინალში მან სარაგოსა დაამარცხა).

კრუიფის დიდი ბარსა

1973 წელს ”ბარსელონაში” ”მფრინავი ჰოლანდიელი” იოჰან კრუიფი მოვიდა რომელიც ”ბარსას” ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა გახდა.
1974 წელს კლუბის 75 წლის იუბილეზე ”ბარსამ” უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში პირველად მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, კრუიფს კი ოქროს ბურთი გადაეცა. 1979 წელს კატალონიელებმა თასების თასის ფინალში დიუსელდორფის ”ფორტუნას” სძლიეს. ეს წარმატება ბარსელონამ სამი წლის შემდეგაც გაიმეორა, როცა ფინალში ლიეჟის ”სტანდარტი” დაამარცხა. იმავე 1982 წელს როდესაც ”კამპ ნოუს” იოანე პავლე მეორე ეწვია კლუბის საპატიო წევრი გახდა. გუნდში კი დიეგო მარადონა ჩაირიცხა. ბარსელონა თასების მფლობელთა თასზე შემდგომ პერიოდშიც წარმატებით ასპარეზობდა. 1989 წელს ფინალში გენუის ”სამპდორიას” ძლევით ლურჯ-წითლებმა თასების თასის მესამედ მოპოვება შეძლეს. 1991 წელს კი ამავე ტურნირზე ფინალში ”მანჩესტერ იუნაიტედთან” დამარცხდნენ.
თავის ისტორიაში ერთადერთი ჩემპიონთა თასი ”ბარსელონამ” 1992 წელს მოიგო. 20 მაისს ლეგენდარულ ”უიმბლიზე” გამართული ფინალის 112 წუთზე როლანდ კუმანის ყუმბარისეული დარტყმის წყალობით კრუფის გუნდმა სვენ იორან ერიქსონის მშვენიერი ”სამპდორია” დაამარცხა იმ დროს ბარსელონას ღირსებას იცავდნენ: სუბისარეტა, ფერერი, ნანდო, გვარდიოლა, კუმანი, ხუან კარლოსი, ბაკერო, სალინასი, სტოიჩკოვი, მიხაელ ლაუდრუპი. იქამდე ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის ფინალში ”ბარსელონა” ორჯერ გავიდა მაგრამ 1961 წელს ლისაბონის ”ბენფიიკასთავნ” 2:3 ხოლო 1961 წელს ბუქარესტის ”სტიაუასთან” დამარცხდა. 1994 წელს ”ბარსამ” ჩემპიონთა ლიგის ფინალში კვლავ მოუწია თამაში მაგრამ ”მილანთან” 0:4 განადგურდა.
საერთოდ 90-იანი წლების პირველი ნახევარი ”ბარსელნას” ისტორიაში აპოგეად შეიძლება ჩაითვალოს და ეს პერიოდი მთლიანად იოჰან კრუფის ხელს უკავშირდება მარტო ის რად ღირს რომ მისი ხელმზღვანელობით 199101994 წლებში”ბარსამ” ზედიზედ ოთხჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი. თანაც 1993 წელს ”კამპ ნოუზე” მადრიდის რეალთან თამაშისას ქვა ქვაზე არ დატოვა და 5:0 ნოლი გაანადგურა სამეფო გუნდი (რომარიომ ჰეტ-ტრიკი შეასრულა).

რაიკარდის გუნდი

მაგრამ მუდმივი არაფერია და ჩავარდნის ხანამაც არ დააყოვნა. იოჰან კრუფმა კლუბში არსებულ ინტრიგებს ვერ გაუძლო და გადადგა. მის ნაცვლად 1996 წელს ”ბარსელონას” ბობი რობსონმა ჩაიბარა რომლის ხელმძჟვანელობითც ”ბარსელონამ” თასების მფლობელთა თასი მეოთხედ მოიგო. იმავე წელს ”ბარსელონას” სათავეში ჩაუდგა მსოფლიოშე ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად მიჩნეული ლუის ვან გაალი, მისი ხელმღვანელობით ბარსამ პიველ ორ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი მოიგო, მაგრამ მიუხედავად ამისა კატალონიური კლუბის ქომაგების საყვარელ მოთამაშეებთან კამათის გამო იგი არ უყვარდათ. 2000 წელს პოსტი დატოვა "ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა პრეზიდენტმა ლუის ნუნიესმა რომელიც კლუბს 22 წლის განმავლობაში მართავდა. მისი მემკვიდრე ხუატ გასპარი გახდა რომლის სახელიც უკავშირდება ”ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ პერიოდს. გასპარის მმართველობის ხანაში ”რეალში” გადავიდა ლუის ფიგუ, რასაც მას კატალონიელი ქომაგები არასდროს არ აპატიებს, განხორციელდა უღერღილო სატრანსფერო პოლიტიკა, გამუდმებით იცვლებოდნენ მწვრთნელები, გუნდი კი ერთობ უღიმღამოდ ასპარეზობდა.
2003 წელს კლუბის პრეზიდენტის სავარძელი ჟოან ლაპორტამ დაიკავა რომელიც ბარსას დღემდე ხელმძღვანელობს. მისმა პირველმა ნაბიჯმა რონალდინიოს მოწვევამ კატალონიელ ქომაგებს იმედი ჩაუსახა. მან კიდევ არაერთი ვარსკვლავი შეიძინა და მწვრთნელად ფრანლ რაიკაარდი მოიწვია, რომლის ხელმძღვანელობითაც ”ბარსას” ფეხბურთელები ლაღად და ლამაზად ათამაშდნენ. მართალია პირველ სეზონში გუნდმა წარმატებას ვერ მიაღწია მაგრამ იმ წელს ”ბარსამ” ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა, ჩემპიონთა ლიგაში წარმატებებს კი სულ ცოტა დააკლდა. ალბათ შემთხვევითი არაა რომ სპეციალისტებ ამ გუნდს ყველაზე პერსპეკტიულად მიიჩნევდნენ ბებერ კონტინენტზე და დიდ წარმატებებსაც უწინასწარმეტყველებენ.

1 ვიქტორ ვალდესი მეკ 26 14.01.1982
3 გაბრიელ მილიტო მცვ 27 07.09.1980
4 რაფაელ მარკესი მცვ 29 13.02.1979
5 კარლეს პუიოლი მცვ 29 13.04.1978
6 ხავი ერნანდესი ნახ 28 25.01.1980
7 ეიდორ გუდიონსენი თავ 29 15.09.1978
8 ანდრეს ინიესტა ნახ 23 11.05.1984
9 სამუელ ეტო'ო თავ 27 10.03.1981
10 რონალდინიო თავ 27 21.03.1980
11 ჯანლუკა ძამბროტა მცვ 31 19.02.1977
14 ტიერი ანრი თავ 30 17.08.1977
15 ედმილსონი ნახ 31 10.07.1976
16 სილვინიო მცვ 33 12.04.1974
17 ჯოვანი დოს სანტოსი თავ 18 11.05.1989
18 სანტიაგო ესკერო თავ 30 14.12.1976
19 ლიონელ მესი თავ 20 24.06.1987
20 დეკო ნახ 30 27.08.1977
21 ლილიან ტურამი მცვ 36 01.01.1972
22 ერიკ აბიდალი მცვ 28 11.09.1979
23 ოლეგერ პრესასი მცვ 28 02.02.1980
24 ია ია ტურე ნახ 24 13.05.1983
25 ალბერტ ხორკერა მეკ 29 03.03.1979
27 ბოიან კრკიჩი თავ 17 28.08.1990

FC Barcelona

Tot el camp

es un clam

som la gent blaugrana

Tant se val d’on venim

si del sud o del nord

ara estem d’acord, ara estem d’acord,

una bandera ens agermana.

Blaugrana al vent

un crit valent

tenim un nom

el sap tothom:

Barзa, Barзa, Baaarзa!

Jugadors, seguidors,

tots units fem forзa.

Son molt anys plens d’afanys,

son molts gols que hem cridat

i s’ha demostrat, i s’ha demostrat,

que mai ningu no ens podrа torcer

Blau-grana al vent

un crit valent

tenim un nom

el sap tothom

Barзa, Barзa, Baaarзa!
Категория: football | Просмотров: 2855 | Добавил: amo | Рейтинг: 1.0/1
Всего комментариев: 0
Добавлять комментарии могут только зарегистрированные пользователи.
[ Регистрация | Вход ]
Форма входа
Календарь
«  Ноябрь 2009  »
ПнВтСрЧтПтСбВс
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
Статистика

Онлайн всего: 8
Гостей: 8
Пользователей: 0